არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა – ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ თავისი ვერ გაიტანოს

ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა – ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, იმისთვის, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ ვერ გაიტანოს საბოლოოდ თავისი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სწორ, ეროვნულ, ევროპულ სავალ გზაზე დაბრუნება ჩვენი მტკიცე და დაუღალავი ერთობით არის შესაძლებელი.
“ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება. ყველა, ვინც ახლა გამოვა საპროტესტო აქციაზე, ყველა, ვინც შეუერთდება აქციას, იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო იხსნას ამ წუმპისგან, იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანაში დააბრუნოს კონსტიტუციური წესრიგი, იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. ამიტომაც ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, იმისთვის, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ ვერ გაიტანოს საბოლოოდ თავისი. ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს დაბრუნება სწორ, ეროვნულ, ევროპულ სავალ გზაზე. ეს შესაძლებელია ჩვენი მტკიცე და დაუღალავი ერთობით”, – გამაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება