შსს – სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტერიტორია სრულად დატოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შენობიდან უსაფრთხო გამოსვლა უზრუნველყვეს, სრულად დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროტესტის გამომხატველებს შესაძლებლობა აქვთ, აქცია მათთვის სასურველ ადგილზე გამართონ.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს