რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი II მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს II მოსმენით მხარი დაუჭირა – მომხრე 83 დეპუტატი იყო.
პლენარული სხდომაზე მეორე მოსმენით რუსული კანონის განხილვა 30 აპრილს დაიწყო, თუმცა განხილვების ნაწილი და კენჭისყრა 1 მაისს გაიმართა.
30 აპრილს სხდომის პარალელურად პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია მიმდინარეობდა. დაახლოებით 21:00 საათიდან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყეს. მთელი ღამის განმავლობაში მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 1 მაისის 05:00 საათისთვის სამართალდამცველებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს, რუსთაველის გამზირი კი დემონსტრანტებმა დაიბრუნეს.
· რა ხდებოდა რუსთაველზე 1-ელი მაისის ღამეს?
იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით 29 აპრილს მიიღო. იმავე დღეს, 20:00 საათზე გაიმართა ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული რუსული კანონის მხარდამჭერი კონტრაქცია. დაახლოებით ორსაათიანი აქციის ბოლოს სიტყვით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, გამოვიდა, რომელმაც დამსწრეებს თავისუფლებამოყვარე ერის ღირსეული შვილები უწოდა, ხოლო რუსულ კანონს – ქართული.
· ივანიშვილმა ანტიდასავლური ჯიჰადი გამოაცხადა – მისი მთავარი გზავნილები