პარლამენტის გვერდითა ქუჩაზე, კერძოდ, 9 აპრილის ქუჩის მხარეს პოლიციის კორდონია განლაგებული, რომლის უკან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დგას.
ამ დროისთვის გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის წინ და უკანა შესასვლელთან.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
ამასთან, პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელებთან განთავსდება პოლიციის კორდონები, ხოლო აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელთან.
ინფორმაციისთვის, აქციაზე სიტყვით გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა.