„ხელისუფლების ამოცანაა, მომავლის გზა უნებურად არ გადაკეტოს“ — ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა, რომლის დასაცავადაც ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოდის.
„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავადაც ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. მისი საფუძველია დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების ამოცანაა, მომავლის გზა უნებურად არ გადაკეტოს“, — წერს ბერბოკი X-ზე.
Georgiens #EU-Kandidatenstatus ist eine historische Chance, die von zehntausenden Menschen auf den Straßen getragen wird. Ihr Fundament ist eine demokratische, lebendige und kritische Zivilgesellschaft. Es ist an der Regierung, den Weg in die Zukunft nicht mutwillig zu verbauen. — Außenministerin Annalena Baerbock (@ABaerbock) May 1, 2024
30 აპრილის საღამოს და 1 მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა