ოსტინი: ვმუშაობთ, რომ “პატრიოტები” უკრაინას სხვა ქვეყნებმაც მიაწოდონ.

შეერთეებული თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 30 აპრილს ამერიკის პარტნიორებს მოუწოდა, გადასცენ “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემები ს, რათა დაეხმარონ მას რუსული თავდასხმებისგან ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში.
“არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ “პატრიოტები” და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამ ქვეყნების ჩართვას”, – განუცხადა ოსტინმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს.
ლოიდ ოსტინმა არ დაასახელა ეს ქვეყნები, მაგრამ სახელმწიფოები, რომლებსაც არსებული ინფორმაციით, ეს სისტემები აქვთ, არის: ესპანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და შვედეთი.
უკრაინის პრეზიდენტმა მ გასულ კვირას ნატოს წევრებს განუცხადა, რომ მის ქვეყანას რუსული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად მინიმუმ შვიდი დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემა “პატრიოტი” სჭირდება.
ოსტინმა განუცხადა კომიტეტს, რომ ყოველ კვირას ესაუბრება უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს და „მან კარგად იცის რას ვაკეთებთ, როგორ ვუკავშირდებით სხვა ქვეყნებს და ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს მთელ მსოფლიოში“.
ოსტინის კონგრესის კომიტეტის წინააშე წარდგომამდე ცოტა ხნით ადრე,
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივზე რუსული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
ერთი დღით ადრე კი უკრაინის პორტ ოდესაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, მათ შორის სერხი კივალოვი, პრორუსული რეგიონების პარტიის ყოფილი დეპუტატი.
თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს დაეჩქარებინა იარაღის მიწოდება უკრაინული ჯარისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი კიევში ნატოს ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ჩვენი ჯარის დროული მხარდაჭერა – დღეს ამ კუთხით ჯერ ვერაფერს ვხედავ პოზიტიურს… ნელ-ნელა დაიწყო მიწოდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს”, – განაცხადა მან.
იენს სტოლტენბერგმა, რომელიც მესამედ ეწვია უკრაინის დედაქალაქს მას შემდეგ, რაც იქ, 2022 წლის თებერვალში, ხელმეორედ შეიჭრა, აღიარა, რომ „მხარდაჭერის სერიოზული შეფერხებები სერიოზულ შედეგებს ნიშნავს ბრძოლის ველზე“.
„თვეების განმავლობაში, ამერიკა ვერ თანხმდებოდა [დახმარების] პაკეტზე და ევროპელი მოკავშირეები ვერ ახერხებდნენ საბრძოლო მასალის მიწოდებას იმ მასშტაბით, რასაც ჩვენ მათ დავპირდით“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის