პოლონეთში სინაგოგას ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლეს

1 მაისს, დილით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სინაგოგას დაუდგენელმა პირებმა აალებადი ნივთიერებით სავსე ცეცხლმოკიდებული ბოთლი ესროლეს, იტყობინება პოლიცია.
პოლონელმა პოლიტიკოსებმა ინციდენტი დაგმეს. პოლონეთის მთავარმა რაბინმა მიხაელ შუდრიხმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ არავინ დაშავებულა ინციდენტის დროს, რომელიც ნაშუაღამევს მოხდა.
პოლიციის თანახმად, თავდასხმის მოტივი არ არის დადგენილი.
ებრაელებსა და ებრაულ ობიექტებზე თავდასხმა გახშირდა მას მერე, რაც შარშან, ოქტომბერში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში დაიწყო ომი, რომელიც ისრაელის პასუხია ჰამასის მიერ მის ტერიტორიაზე იერიშის მიტანაზე. ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.
შუდრიხის თქმით, ინციდენტის შედეგად შენობაზე დარჩა ცეცხლის კვალი. ისრაელის ელჩმა იაკოვ ლივენმა განაცხადა, რომ ეს სინაგოგა ერთადერთია, რომელიც გადარჩა ვარშავაში მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემდეგ. მისი თქმით, „ამგვარი აღმაშფოთებელი ანტისემიტური თავდასხმის ატანა შეუძლებელია. დამნაშავენი უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ“.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ინციდენტს „სამარცხვინო“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა