ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პროცედურა შემდეგია: ჩვენ ორ კვირაში გვექნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე, ვენეციის კომისიაზე იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა“,-აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ