ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ ღამის განმავლობაში და დღეს მოინახულეს 49 პირი, რომელთაგან 47 ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ ღამის განმავლობაში და დღეს მოინახულეს 49 პირი, რომელთაგან 47 ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პირებიდან 31 ადამიანი მიუთითებდა, პოლიციის და სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები.
ამასთან, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა -ს, რომ უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცველთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის ფაქტები.
„თქვენ იცით, რომ ასევე სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ – ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მისივე განცხადებით, სამართალდამცავებმა სცემეს. გარდა ამისა, ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ხელი შეეშალა „ტელეკომპანია პირველის“ გადამღები ჯგუფის საქმიანობას.
30 აპრილის ღამის და 1-ელი მაისი მთელი დღის განმავლობაში მოვინახულეთ 49 პირი. აქედან ადმინისტრაციული წესით დაკავებულია – 47. რწმუნებულები იმყოფებოდნენ – თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის და ხაშურის დროებით მოთავსების იზოლატორში. 31 პირი მიუთითებდა პოლიციის და სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე -უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-იდან 19 ითხოვდა რეაგირებას, რის შედეგადაც სახალხო დამცველის აპარატისგან დაუყოვნებლივ ეცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. დაკავებულებთან ვიზიტები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცველთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის ფაქტები.
ასევე, მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გაატაროს ყველა კანონისმიერი ეფექტიანი ღონისძიება 30 აპრილს და 1-ელ მაისს სამართალდამცავი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების მქონე თითოეული ფაქტის გამოძიების, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირთა იდენტიფიცირებისა და მიმართ კანონიერი ღონისძიების გატარების მიზნით“, – განაცხადა იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება