„ევროპის სახალხო პარტია“ – დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს

დროა, ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში ეხმარება, სანქციები დაუწესდეს, – ამის შესახებ განცხადებას „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე ავრცელებს.
„ამ ბრძოლაში ქართველების მომავალ თაობას მარტო ვერ დავტოვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების დაშლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ს ცემის ფაქტი დაგმო.
„ჩვენ აღშფოთებულები ვართ თბილისში იმ დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობით, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს მშვიდობიანად აპროტესტებენ. ასევე, ჩვენ მკაცრად ვგმობთ სპეცრაზმის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს. საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიასა და ევროპას იმსახურებს!“- ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის