კალაძე: ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში შევარდა… ალბათ ფიზიკურადაც გაუსწორდა

თბილისის მერი, იმეორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარატივს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პოლიციის კორდონში შევარდა.
“სამწუხაროდ, არსებობს ამის კადრები, როცა ლევან ხაბეიშვილი გარბის, პოლიციის კორდონში შევარდა და იქ რა მოხდა… ალბათ, ფიზიკურადაც გაუსწორდა რომელიმეს”, – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
დაზარალებულებს შორისაა დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. როგორც ის ამბობს, პოლიციის დაჭერისგან მოქალაქის გადარჩენა უნდოდა, რა დროსაც დააკავეს. დეპუტატი სასტიკადაა ნაცემი, მას ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.