რუსული კანონის განხილვიდან თინა ბოკუჩავაც გააძევეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გააძევა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ს სიტყვით გამოსვლისას თინა ბოკუჩავამ დარბაზში ხმამაღლა საუბარ დაიყო, თუმცა პარლამენტის ვებ-გვერდზე გადმოცემულ პირდაპირ ეთერში არ ჩანს ვის მიმართავს ბოკუჩავა, ასევე, არ ისმის, რას ამბობს. თუმცა, სხდომის წამყვანმა, შალვა პაპუაშვილმა მას უთხრა, რომ მიკროფონის გარეშე საუბრისა და დეპუტატის შეურაცხყოფისთვის გაძევებულია დარბაზიდან.
იქამდე, შალვა პაპუაშვილმა გააძევა ბოკუჩავას თანაპარტიელი, გიორგი ბოტკოველი. ასევე, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები – და .