შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზიდან ამჯერად თინა ბოკუჩავა გააძევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომათა დარბაზი, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაატოვებინა.
პაპუაშვილმა ბოკუჩავას დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც კანონპროექტის მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის გამოსვლის დროს, მას ბოკუჩავა დარბაზიდან სხვადასხვა რეპლიკით მიმართავდა. თავმჯდომარის შეფასებით, მსგავსი ქმედება „კულტურის საკითხია“.
„ქალბატონო თინა გაძევებულია დარბაზიდან, მანდატურს ვთხოვ, უზრუნველყოს. დატოვეთ დარბაზი. რამდენჯერმე გავაფრთხილე ქალბატონი თინა, მიკროფონის გარეშე შეურაცხყოფას აყენებს მომხსენებელს, არ შეიძლება. კულტურის საკითხია. ყველას მიმართ მაქვს რეაქცია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარე პლენარულ სხდომიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე გააძევა ოპოზიციონერი დეპუტატები , და გიორგი ბოტკოველი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”