დიტო სამხარაძე „გორგიას“ შეთავაზებაზე – ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ – ახლა ხომ ხართ ღირსი, მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ?

„ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებას ეხმიანება, სადაც მოქალაქეებს აირწინაღების და სხვადასხვა შეიარაღების შესაძენად ფილიალებში ელოდებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ“.
„ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო! ეს პრასტიტუტკები“, – წერს დიტო სამხარაძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, „გორგიას“ ფეისბუქ გვერდზე დღეს შემდეგი შინაარსის შეთავაზება გავრცელდა: „ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში. P.s. ვაკის ფილიალშიც გვექნება. დიდუბის ფილიალი. Axis Towers-ის 1 სართულზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში