ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორს ის მდგომარეობა გააცნეს, რაც დღეს საქართველოშია

დღეს საქართველოში არის ძალიან რთული ვითარება – ჩვენ ჩვენი მხრივ ის მდგომარეობა გავაცანით, რაც დღეს არის საქართველოში – ამის შესახებ თვითონაც ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანია.
„დღეს საქართველოში არის ძალიან რთული ვითარება. ეს ყველას ესმის, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ დროს. ჩვენ ჩვენი მხრივ ის მდგომარეობა გავაცანით, რაც დღეს არის საქართველოში და ამის შესახებ თვითონაც ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები. ძალიან მნიშვნელოვანი „მესიჯი“, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არის ის, რომ ევროკავშირის წევრობა და საქართველოს ხალხის, მოსახლეობის გვერდში დგომა არის მნიშვნელოვანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“, – აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში