კახა კალაძე – მოწოდებები ისმოდა, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მომხდარიყო – ვინ აკეთებს ამას? ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას პირისპირ

მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? – აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ პოლიციას პირისპირ – ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინდელ აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, აქვთ უფლება და საშუალება, გამოხატოს საკუთარი აზრი.
„ღირსებით შესვლა [ევროკავშირში] არის კანონების დაცვა და ის, რომ დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს ქვეყანაში, ეს არის ევროპულობა და ევროპული ღირებულებები. განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, შეიძლება არასწორი იყოს, ეს არის ჩვეულებრივი ევროპული ღირებულება. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ფარგლებში.
კატეგორიულად მიუღებელია პოლიციის კორდონებში შევარდნა, რაც გუშინ ვნახეთ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. იყო პირველი, ვინც იკადრა კანცელარიასთან რამდენიმე დღის წინ, როდესაც აქცია იყო. მოწოდებები, რომ მას გაჰყოლოდნენ და იგივე ვიხილეთ გუშინ [ლევან] ხაბეიშვილის ჩართულობით. მოწოდებები ისმოდა გუშინაც, რომ ბლოკირება მომხდარიყო. ვინ აკეთებს ამას? – აკეთებენ ის რადიკალები, რომლებიც შემდეგ გაიპარებიან ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ ხოლმე პოლიციას პირისპირ. ეს არის სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ყველა იმ ადამიანს, რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, ყველას აქვს უფლება და საშუალება რომ გამოხატოს თავისი აზრი“, – აღნიშნა კალაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას კახა კალაძემ აღნიშნა,რომ ისინი მიესალმებიან მშვიდობიან აქციას, თუმცა რაც გუშინ იხილეს, ყველაფერს აცდენილი იყო. მისი თქმით, ეს არ იყო ევროპულობა, არამედ ეს იყო რადიკალიზმი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი