ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტი პროპალესტინელებისგან გაწმინდა

ნიუ-იორკის პოლიციამ დაძაბულობის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა ჰამილტონ ჰოლის აქ შეჭრილი პროპალესტინელი დემონსტრანტებისგან გაწმინდა.
პოლიცია შენობაში მას შემდეგ შევიდა, რაც უნივერსიტეტმა დახმარება მოითხოვა. გაწმენდილია ჰამილტონ ჰოლი და სასწავლო დაწესებულების ეზო, სადაც გაშლილი იყო კარვები. ეს ტერიტორია პროპალესტინელმა აქტივისტებმა პოლიციის მოქმედებამდე 20 საათით ადრე ძალადობრივად დაიკავეს, ამტვრევდნენ ფანჯრებს და ანადგურებდნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას.
“მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტმა შეიტყო, რომ ჰამილტონ ჰოლი დაიკავეს, ვანდალური ქმედებები ჩაიდინეს და ბლოკადაში მოაქციეს, სხვა გზა არ დაგვრჩა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტთან დაკავშირების გადაწყვეტილება მივიღეთ დემონსტრანტების ქმედებების გამო და არა მათი პროტესტის მიზეზების გამო. ცხადად ვთქვით, რომ კამპუსის ცხოვრება დაუსრულებლად ვერ შეწყდება დემონსტრანტების მიერ, რომლებიც არღვევენ წესებსა და კანონებს”. – ნათქვამია კოლუმბიის უნივერსიტეტის განცხადებაში.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ არ აქვთ ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. დაკავებებისა და უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სამართალდამცველების შესვლა მას შემდეგ მოხდა, რაც წინა ულტიმატუმი აქტივისტებმა უგულებელყვეს.
პოლიციელებმა უნივერსიტეტის დროშის ტარზე აღმართული პალესტინის დროშა ჩამოხსნეს და ამერიკის დროშა აღმართეს.
მსგავსი დემონსტრაციები -ს რამდენიმე უნივერსიტეტში გავრცელდა. ბოლო 2 კვირაში 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
აქამდე პოლიციის დეპარტამენტში ამბობდნენ, რომ სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის თხოვნის, ან დაუყოვნებელი აუცილებლობის გარეშე მათ ტერიტორიაზე არ შევიდოდნენ.
პარალელურად ვითარება დაძაბულია ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც დაპირისპირება პროპალესტინელ და პროისრაელელ დემონსტრანტებს შორის მიმდინარეობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის სპეცრაზმი ამ მიმართულებით მიჰყავთ.
Easily over 200 Pro-Israeli Supporters seem to now Significantly Outnumber the Pro-Hamas Encampment at UCLA, with Severe Beatdowns happening to several of the Individuals who have been seen attempting to Defend the Barricades and Makeshift Walls around the Encampment. Many of the… pic.twitter.com/QDjoYWaH7j— OSINTdefender (@sentdefender) May 1, 2024