ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკელ კონგრესმენებთან, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან: ტომ კეინთან, კიტ სელფთან, უილიამ კიტინგთან და ჯიმ კოსტასთან.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო--ს სტრატეგიული ურთიერთობები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, ს მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში საქართველოს მნიშვნელობაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ჩართულობის აუცილებლობას და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ