კახა კალაძე – არც ქვეყნის გარედან და არც შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებსა და ძალებს არ მოგეცემათ იმისი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ! – ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე

არც ქვეყნის გარედან და არც შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებსა და ძალებს არ მოგეცემათ იმისი საშუალება და შესაძლებლობა რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, აქვთ იმისი სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს.
„ყველამ მინდა კარგად გაიაზროს და გაიგოს, არავის მივცემთ უფლებას, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. ამ ქვეყნის მტრებს, არაკეთილმოსურნეებს, აქვთ იმისი სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს. იმასაც ვიტყვი, რომ მათ პატრიოტი ხელისუფლება არ სჭირდებათ. სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც ყველაფერს გააკეთებს, ყველა მათ დავალებას შეასრულებს, თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ. თუნდაც ქვეყანას ჩაითრევს ომში, თუნდაც მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება და ა.შ. ის გამოწვევები და სირთულეები, რაც იყო და რაზეც ვსაუბრობდით დღესაც დღის წესრიგშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, სამშობლო და არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარებულია და ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის სურვილი აქვს, ეს უნდა მოხდეს ს გზით და არა რევოლუციებით და გადატრიალებით. არც ქვეყნის გარედან და არც შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებსა და ძალებს არ მოგეცემათ იმისი საშუალება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი