პირველი მაისი: რუსული კანონის განხილვის პარალელურად კვლავ აქცია იმართება

დღეს, პირველ მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა განახლდება. დღესვეა დაგეგმილი კანონპროექტის კენჭისყრა. პარლამენტში კვლავ აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა.
პარალელურად, სოციალურ ქსელში რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები თვითორგანიზებულად გეგმავენ თბილისში ჩამოსვლას რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, 12:00 საათიდან მოქალაქეთა კოლონა დან გამოემართება დედაქალაქისკენ. ორგანიზებული მსვლელობებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეები სხვა ქალაქებიდანაც, რაღა შეურთდნენ საღამოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.
მოქალაქეთა თვითორგანიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 აპრილს სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „დაიტოვე“. ჯგუფში, მოქალაქეები რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლის მსურველებს საცხოვრებელს, კვებისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას და სხვა საჭირებებში დახმარებას სთავაზობენ.
რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დედაქალაქში ჩამოსვლის ორგანიზება დააჩქარა გუშინ, 30 აპრილს გამართული საპროტეტსო აქციის სასტიკმა დარბევამ.
მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს, პრეცრაზმელები სცემდნენ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 აპრილი-1-ელი მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯამში, 63 ადამიანი დააკავეს.
ამავე თემაზე:
· ომბუდსმენი -ს: არ გამოიყენოთ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ

ასევე დაგაინტერესებთ