Anonymous-ი საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს”

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა.
1 მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა აქციების მონაწილეებს მიმართა, რომ მარტო არ არიან და Anonymous-ის წევრები დაეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობამ საქართველოს პოლიციას მიმართა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ. კერძოდ, Anonymous-ი აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.
„ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, – წერია Anonymous-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ით გავრცელებულ მიმართვაში.
ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფი მიმართავს „ს მიერ მხარდაჭერილ ოცნების პარტიასაც“ – „გახსოვდეთ, საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება. გველოდეთ.“
საერთაშორისო ქსელის, Anonymous-ის(ანონიმების) წევრები, რომლებიც თავს „ჰაკტივისტებს” უწოდებენ, აცხადებენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.
„ანონიმებს” მიაწერენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთავრობაზე განხორციელებულ ათეულობით კიბერშეტევას. მათ გაუთიშავთ -ის, ს, ტუნისის, უგანდისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების და კორპორაციების, PayPal-ი, MasterCard-ი, Visa-ს და Sony-ს საიტები.
Anonymous-ი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის თებერვლიდან, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჰაკერთა მოძრაობამ პასუხისმგებლობა აიღო რუსეთის სახელმწიფო უწყებების და მედიის საიტებზე განხორციელებულ არაერთ კიბერშეტევაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ