პეტრე ცისკარიშვილი – ლევან ხაბეიშვილს დამტვრეული აქვს სახის ძვლები და აქვს ტვინის შერყევა – სისხლში და მხუთავ გაზში უნდათ, რომ მოგუდონ ნებისმიერი მოძრაობა ამ ქვეყანაში, ეს არის მათი სახე

ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი სპეცოპერაცია ლევანის წინააღმდეგ, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის თავმჯდომარის, ს ცემის ფაქტი.
მისი ცნობით, ლევან ხაბეიშვილს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და აქვს ტვინის შერყევა.
„ის გაიტაცეს აქციის პერიმეტრიდან სპეციალურად იმისთვის, რომ ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ, სცემეს და შემდეგ ვიღაც პოლიციელებს გამოატანეს ინგოროყვას კლინიკაში. საკმაოდ მძიმედ არის, თუმცა ლევანი ძალიან ვაჟკაცი ბიჭია და არ უნდა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი სახის ძვლები აქვს დამტვრეული, აქვს ტვინის შერყევა და სხვა ასეთი სიმპტომები. ეს არის ამ რეჟიმის ბოლო ჟამი, მათი პოლიტიკური სახე. ასე უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი უბრალოდ არა აქვთ, პოლიტიკური არგუმენტები გამოელიათ“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ საერთო სახალხო შეკრებაზე დააანონსა, რომ ამყარებს ტირანიას და დიქტატურას.
„სისხლში და მხუთავ გაზში უნდათ, რომ მოგუდონ ნებისმიერი მოძრაობა ამ ქვეყანაში. ეს არის მათი მიდგომა, სახე და რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.