პაატა მანჯგალაძე – მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება

მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა საჭიროა უწყვეტი პროტესტი და ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობა.
„მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა არის რუსული რეჟიმის ოფიციალური გაფორმება. ამის მერე რაც დარჩა, არის ის, რომ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავიწყოთ მასიურად პროტესტი და დაუმორჩილებლობა რუსული რეჟიმის მიმართ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაშლისკენ კვლავ მოუწოდებენ.
მათ პროტესტის მონაწილეების დაშლის მიზნით წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი მორიგ ჯერზე გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!