ნიკა გვარამია – აქციების გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავიდეს

პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, მიმდინარე აქციების გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ხელისუფლებიდან წავიდეს.
როგორც ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ის ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ თავს გაუფრთხილდნენ, თუმცა, პირველ რიგში, სამშობლო დაიცვან.
„ეს ხალხი არსად წავა. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და აქედან წასასვლელი არ გვაქვს. ვის აქვს წასასვლელი ვიცით და ისინი წავლენ კიდეც – რუსეთში. ჩვენთვის ასე არ არის, ჩვენი სამშობლოა, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, აქ ვცხოვრობთ, შვილების გაზრდაც აქ გვინდა და სიკვდილიც. ჩვენ წასვლას არსად ვაპირებთ.
გეგმა ყოველდღე იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდეს. ვნახოთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ თავს გაუფრთხილდნენ, მაგრამ პირველ რიგში, სამშობლო დაიცვან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია