ლევან ხაბეიშვილი სასტიკადაა ნაცემი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სასტიკადაა ნაცემი. როგორც პარტიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, ის ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
ლევან ხაბეიშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელებამდე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ხაბეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან „საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა“ გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო:
„რამდენიმე წუთის წინ, ს პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს იგი“ ,- აცხადებდნენ პარტიაში.
პარტიის განცხადებიდან მალევე, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დეპუტატი სასტიკადაა ნაცემი. მოგვიანებით „ნეტგაზეთს“ პარტიაში დაუდასტურეს, რომ ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი