„ტიტუშკები“ – ევროპარლამენტარი ფონ კრამონი თბილისში აქციის დაშლას ეხმაურება

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში სპეცრაზმის მიერ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას.
„ტიტუშკები. სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს იმას, რაც გვინახავს ანტი-მაიდანზე, რუსეთსა და ასევე, ბელარუსში: ყოველთვის (პოლიციის) სპეციალური ძალები მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობით“, – წერს იგი ფეისბუკზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც სპეცრაზმელები აქციის მონაწილეზე ჯგუფურად ძალადობენ.
ევროპარლამენტარი ასევე აზიარებს ინფორმაციას ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში 1-2 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე, რომლის დროსაც „ჩაეშვება ევროკავშირის დაფინანსებული არაერთი პროექტი“.
ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ მიაჩნია, ახლა არ არის შესაფერისი დრო იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ერთად ახალი პროექტები გამოაცხადოს.
„ევროკავშირმა უნდა შეაჩეროს აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახდინოს სთვის სანქციების დაწესების ორგანიზება“, – თქვა მან.
„ეს არის ის, რასაც საქართველოში ხალხი ელის, და რასაც იმსახურებენ“, – ამბობს იგი.
უკვე საათზე მეტია, პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა დაიწყო: გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
დედაქალაქში ვითარება კვლავ დაძაბულია.