საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა უკანონოა.
ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წლის 30 აპრილს რუსული კანონის და დაანონსებული რეპრესიების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე Საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალება „წიწაკის სპრეის“ ახლო მანძილიდან, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ და არაპროპორციულად (21:43).
საია აღნიშნავს, რომ Აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე ტერიტორიის დასატოვებლად და იმ ტერიტორიისაგან გასარიდებლად, სადაც საპოლიციო ძალებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს:
„ Საპოლიციო ძალების ტაქტიკა, რომელიც იკავებს ან ალყაში აქცევს მონაწილეებს და ხელს უშლის მათ მიერ ტერიტორიის დატოვებას, არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას. Კადრებში, ასევე, ჩანს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტები მოქალაქეებზე, მათ შორის, ქალებზე (21:43). Ამ ვითარებაში, მობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფების რაოდენობა არაპროპორციულად დაბალია. Პარალელურად მიმდინარეობს მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავება“ — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საიას- თქმით, სპეცრაზმი ისვრის გაზის კაფსულებს დემონსტანტების მისამართით (23:21) Სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უძღვოდა ის ფაქტი, რომ Შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდებდა შეკრებილებს პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეების გათავისუფლებისკენ.
22:17 საათზე კი შსს-მ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები”.
საია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ, ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც:
· – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკება ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
· – ინსტრუქცია ასევე არეგულირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენების სტანდარტებს და ადგენს პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპს, კერძოდ: „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ფიზიკური ძალის ან/და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული გარემოებებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობით.“
· – ინსტრუქციის თანახმად, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
· – ინსტრუქციის მიხედვით, აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ შესასვლელების ბლოკირების გამო დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება და, შედეგად, მათი დაშლა არღვევს საერთაშორისო სტანდარდს. Კერძოდ:
საია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ იმსჯელა შეკრების მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირების საკითხზე:
„კერძოდ – იმ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად შეაფერხებდა შენობის შესასვლელების ბლოკირება პარლამენტის ეფექტიან ფუნქციონირებას და რამდენად იყო ეს ქმედება დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების დამაზიანებელი.
სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი იცავს ნებისმიერ შეკრებას, რომელიც არ არის ძალადობრივი ან მისი მონაწილეები არ აპირებენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას. სასამართლომ მიუთითა, რომ „მშვიდობიან შეკრებას“ კონვენციის მიზნებისთვის აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და არ გამომდინარეობს ეროვნულ კანონმდებლობაში დადგენილი აკრძალვების ან პროცედურებისგან. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ შეკრების მონაწილეების მიერ გამოხატვის ამგვარი (შესასვლელების ბლოკირება) გამოყენება, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება დაცული იყოს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ შეკრების მონაწილეებს არ ჩაუდენიათ და არც გეგმავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. გარდა ამისა, სასამართლოს შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ შეკრების მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის ბლოკირება იყო მათი პოლიტიკური გამოხატვის მწვავე ფორმა, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ის არ იყო დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების დამაზიანებელი და, პირიქით, ხელს უწყობდა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეკრების მონაწილეების ქმედებები ექცეოდა კონვენციის მე-11 მუხლის (მშვიდობიანი შეკრების უფლება) ფარგლებში და მათი შეზღუდვის საკითხი უნდა განხილულიყო თანაზომიერების, ანუ პროპორციულობის ტესტის საფუძველზე“ — აღნიშნავენ საია-ში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ვინაიდან, შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზნები მშვიდობიანია, და მიისწრაფვის ქვეყნის დასავლური კურსის დაცვისკენ, ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, როგორც ევროპული სასამართლოს ზემოთ მოცემული პრაქტიკა ცხადყოფს, დაცულია ასეთი გამოხატვა, მით უფრო, რომ პარლამენტში კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულებულია, და, საპარლამენტო სამუშაო პროცესს ხელი არ ეშლება.
საია ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი პროტესტი არის მოქალაქეების ხელში დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმი, ხოლო, მისი ჩახშობის ნებისმიერი მცდელობა, ანტიკონსტიტუციური ქმედება.
ორგანიზაცია მოუწოდებს:
Შინაგან საქმეთა სამინისტროს
· უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის & საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა.
Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს:
· დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლებსა და წესთან დაკავშირებით;
· არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს:
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 10 დღეზე მეტი გავიდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, მივმართეთ 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. საიას თქმით, ფაქტია, დღესაც გრძელდება ასეთი პრაქტიკა. Აუცილებელია, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს.