საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება არაპროპორციული ზომების გამოყენება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით.
განცხადება სრულად:
“მედიასაშუალებების მიერ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს წარმომადგენლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გავრცელებული ვიდეოებიდან ასევე აშკარაა ქალების მიმართ ძალადობრივი ქმედებები.