პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება. დღევანდელი განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ხვალ, 11:45-ზე გაიმართება ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც, 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება.
პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. ისინი შეკრებილები არიან როგორც პარლამენტის წინა, ასევე უკანა ტერიტორიაზე.