ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროში.
„ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე