ლევან ხაბეიშვილი – მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის – დღეს, 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე

მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ამიტომ, დღეს, 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე. ეს ბრძოლა იქნება რთული, გრძელი, მაგრამ რა თქმა უნდა, საკუთარი ოჯახის, საკუთარი ქვეყნის ბრძოლაში არავინ არ დავიღლებით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, გუშინდელი სახალხო შეკრება „ძალიან მძიმე საყურებელი იყო ცხადია, რადგან მოლოდინი ჰქონდა ალბათ იმ ადამიანებს, რომ იქნებ მათ საკეთილდღეოდაც ერთი სიტყვა ეთქვა რუს ოლიგარქს, თუმცა ეს არ გააკეთა“.
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას! გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ იკადრა, მილიარდერი კაცი მილიონერ ჩინოვნიკებთან ერთად, პიედესტალიდან მიმართავდა გაჭირვებულ, ეკონომიკურად შეჭირვებულ ხალხს, რომელსაც 300-400 ლარზე ამუშავებენ და თავად თქვეს, რომ თვითონ ჩამოიყვანეს ავტობუსებით. „ოცნების“ მომხრეებს ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ და მართლა რომ უნდოდეთ ივანიშვილის მხარდამჭერ აქციაზე მოსვლა, გზის ფული კი არ აქვთ, რომ თბილისში ჩამოვიდნენ. ასეთ ხალხს ტაში აკვრევინეს „რუსულ კანონზე“ და არა ევროპაზე. ძალიან მძიმე საყურებელი იყო ცხადია, რადგან მოლოდინი ჰქონდა ალბათ იმ ადამიანებს, რომ იქნებ მათ საკეთილდღეოდაც ერთი სიტყვა ეთქვა რუს ოლიგარქს, თუმცა ეს არ გააკეთა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ბრძოლა გაგრძელდეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, დღეს, 19:00 საათზე გელოდებით მოსახლეობას რუსთაველზე. ეს ბრძოლა იქნება რთული, გრძელი, მაგრამ რა თქმა უნდა, საკუთარი ოჯახის, საკუთარი ქვეყნის ბრძოლაში არავინ არ დავიღლებით“, – განაცხადა , რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ