“ვერ ვიცხოვრებ ისეთ მამაკაცთან, რომელიც მინიმუმ ამ თანხას არ გამოიმუშავებს…” – მშვენიერი ანას თამამმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTOS]

ანა ზუბკოვა უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” ფორვარდის ოლექსანდრ ზუბკოვის მეუღლეა. მას სოციალურ ქსელში 25 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და თამამი ფოტოებით ხალხს ხშირად ანებივრებს.
ახლახანს მან თავისი საცურაო კოსტიუმის რეკლამირება მოახდინა და Instagram-ზე რამდენიმე ახალი ფოტოც განათავსა.
ზუბკოვამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც Playboy-ის უკრაინულ გამოცემაში მიიღო მონაწილეობა. ის პროფესიით ფარმაცევტია და ფეხბურთელთან შეხვედრამდე ხარკოვის უნივერსიტეტში მუშაობდა.
ანამ უკრაინის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რაც მას ამპარტავნობაში ჩაუთვალეს, თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებს.
“ვერ ვიცხოვრებდი
ისეთ კაცთან, რომელიც დიდ ფულს არ გამოიმუშავებს. რა ხელფასი იქნება ნორმალური ჩემი საყვარელი მამაკაცისთვის? – მინიმუმ 10 000 ევრო.
თვეში ჩემს თავს 3000 ევროს მაინც ვახარჯებ. ძვირადღირებულს ჩემთვის არაფერს ვყიდულობ, ამ ყველაფრით ქმარი მანებივრებს”, – თქვა ზუბკოვამ.