ბექა ლილუაშვილი – არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ს განცხადებით, არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, თავისუფლების ბრძოლით მოპოვებულ ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად, საქართველოს აქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა, რაც არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოსახლეობის სწრაფვა.
„ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი მსახურება თავდადება და გმირული ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. წმინდაა მათ მიერ ამ მიზნით გაღებული სისხლის თითოეული წვეთი. არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს ამ უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, არასდროს ყოფილა ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფის შანსი ასე რეალური, როგორც დღეს არის.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”