ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას ნატო-ში მხოლოდ გამარჯვების შემდეგ მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ ს წინააღმდეგ ომს არ მოიგებს.
„ჩემი პირადი აზრით, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, არ მგონია, რომ ომის დროს ნატო-ში მიგვიღონ. ნატო-ს ზოგიერთი წევრისთვის ეს რისკია, ზოგი კი უბრალოდ სკეპტიკურად უყურებს ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, როცა საქმე როდესაც საქმე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებამდე მივა, „არავინ დააყენებს ნატო-სთან თავსებადობისა და უკრაინელი სამხედროების დონის საკითხს“.
„ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ იყო შესაბამისი სკეპტიციზმი ზოგიერთი წევრის მხრიდან და რუსეთი ძალიან ბევრს მუშაობდა ჩვენს ამჟამინდელ პარტნიორებთან, მათ ჰქონდათ დიალოგი. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ უკრაინა არ მიეღოთ არა მხოლოდ ნატო-ში, არამედ ევროკავშირშიც, რათა უკრაინა უბრალოდ არ განვითარებულიყო და არ გათავისუფლებულიყო რუსეთის ფედერაციის გავლენისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს