„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესს გასცდა და უფრო მნიშვნელოვანი, ღირებულებითი წყალგამყოფის დანიშნულება შეიძინა – ამიტომ ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
იონათამიშვილმა ამ კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობის არჩევანი და დაკვეთა დაიცვას.
„არაფერია იმაზე ღირსეული და საამაყო, ემსახურო შენს ქვეყანას, ხალხს და ამ სამსახურით შენი ქვეყანა უკეთესი გახადო. ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა წარმატება ჩვენ მოვიპოვეთ და ასე იქნება მომავალშიც – ჩვენ ამ ქვეყანას მივიყვანთ ევროკავშირამდე ღირსებითა და სიამაყით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.