ყაზახეთში წყლის დონის კლების ფონზე ათიათასობით პირი დაბრუნდა სახლებში

ყაზახეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო 29 აპრილს აცხადებდა, რომ 38 521 ადამიანი დაბრუნდა სახლებში იმ მოქალაქეთაგან, რომელთა ევაკუაციის აუცილებლობა ჩრდილოეთში უპრეცედენტო წყალდიდობამ შექმნა.
საერთო ჯამში ევაკუირებული იყო 120 000-მდე ადამიანი, მათ შორის – 44 000 ბავშვი. წყალდიდობა გამოიწვია სწრაფად დამდგარმა თბილმა ამინდმა, რის შედეგადაც დიდი ოდენობის თოვლმა დაიწყო დნობა.
სამინისტროს განცხადებით, წყლის დონის კლების ფონზე არეალებს ტოვებს იქ მივლენილი სამხედრო პერსონალის და სამაშველო გუნდების ნაწილი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ