ჯაფარიძე ივანიშვილზე: მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა, არჩევნების მერე რეპრესიები დააანონსა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ოლიგარქ ს სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
“ყველა წარსული პრობლემა შეტენა დასავლეთს, დღესაც მთავარ საფრთხედ დასავლეთი დასახა. დასავლეთს დაემუქრა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში ან იანუკოვიჩის ში არ შეგეშალოთო. არანაირი მართლმსაჯულების ან რაიმე სხვა რეფორმაო. ს შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ბოლოში იდიოტებს მორიგი ოცნება გადმოუგდო ევროკავშირში გაწევრიანების სახით. არა რა , რა შუაშია რუსეთი”- წერს ჯაფარიძე.
ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 29 მაისს ოცნების კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდა.
კერძოდ, მან მმართელი გუნდის რიტორიკა გაიმეორა და კვლავ “გლობალური ომის პარტიაზე” ისაუბრა.
ამ კონტექსტში, ივანიშვილმა თქვა, რომ “გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და EU-ზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს”.
ოლიგარქმა ასევე ისაუბრა რუსული კანონის ხელახლა ინიციირების მიზეზებზე.