ბაქოში პოლიციამ დააკავა არჩევნებზე დაკვირვების და დემოკრატიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ანარ მამადლი – ამბობენ მისი კოლეგები 29 აპრილს.
მამადლის ადვოკატმა, ელჩინ სადიქოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კლიენტის დაკავება უკავშირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაციის, Abzas Media-ის რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. ჟურნალისტები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უცხო ქვეყნის ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით – რომელსაც ჟურნალისტები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ, ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ხელისუფლება კრიტიკული ხმების ჩახშობას ცდილობს ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეთითხნილი ბრალდებებით დაპატიმრებით.
დაწერეთ კომენტარი