„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა.
გიორგი შანიძე წარდგენილ ბრალდებას აღიარებდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება შანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი დაკავებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას შუამდგომლობდა.
ცნობისთვის, გიორგი შანიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. შანიძეს მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება