უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაიზრდება – სტოლტენბერგი კიევიდან

ნატოს მეთაურმა 29 აპრილს უკრაინელებს უთხრა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა ბოლო თვეებში ვერ შეასრულეს უკრაინის სამხედრო დახმარების დაპირება. თუმცა, იენს სტოლტენბერგის თქმით, ახლა ში იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაკადი გაიზრდება.
სტოლტენბერგი უკრაინაში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში იქ კიდევ ერთხელ შეიჭრა და მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ტრანსატლანტიკური სამხედრო თავდაცვითი ალიანსის გენერალურმა მდივანმა მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ სთან და ასევე გეგმავს დეპუტატებთან შეხვედრას რადაში, უკრაინის პარლამენტში.
გასულ წელს დაგეგმილი უკრაინული კონტრშეტევის წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის ძალებმა წელს გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს. ეს უკრაინული მხარის თქმით, იარაღისა და საბრძოლო მასალის სიმცირით იყო განპირობებული, რასაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან დახმარების დაგვიანებას აბრალებს.
”ძალიან გულწრფელი ვიქნები პრეზიდენტ ზელენსკისთან და ასევე რადასთან: ნატოს მოკავშირეებმა არ შეასრულეს ის, რასაც ჩვენ დაგპირდით ბოლო თვეების განმავლობაში”, – თქვა სტოლტენბერგმა 29 აპრილს, კიევში გამგზავრებისას.
„შეერთებულმა შტატებმა ექვსი თვე მოანდომა [დახმარების] პაკეტის შეთანხმებას, ევროპელმა მოკავშირეებმა კი არ ჩაიტანეს დაპირებული საბრძოლო მასალა. მაგრამ ახლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი გულისხმობს ამერიკის კონგრესში გაჭიანურებულ მოლაპარაკებას უკრაინის $61 მილიარდით დახმარების თაობაზე, რომელიც 24 აპრილს საბოლოოდ დამტკიცდა. ამას გარდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმაც განაცხადა, რომ ლონდონის ახალი დახმარება კიევისთვის „რეკორდულად დიდი“ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ცეცხლაძე – აქციის მონაწილეები ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა და თურმე ისინი არიან „რადიკალები“ – არავინ სვამს კითხვას, რამ მიიყვანა საზოგადოება დაპირისპირებამდე

მინისტრი – სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, 200-მდე ბენეფიციარმა უარი განაცხადა იმ დოზაზე, რასაც კერძო დაწესებულებაში იღებდა – რა მიზეზით იწერებოდა სამჯერ დიდი დოზით ნარკოტიკი, საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს