ირაკლი ჩიქოვანი – საზოგადოება ერთიანდება, რომ ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს – ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი

ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“.
მინისტრის თქმით, ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ზუსტად ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯებით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც ეფუძნება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც არის სასიკეთო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის – ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე