კონფრონტაციას არ ვაპირებთ, თუმცა “ოცნებას” სიურპრიზები ელოდება – ვაკის პარკში გამართული აქციის მონაწილე

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ვაკის პარკში იკრიბებიან – “ოცნების” ინიციატივას არას პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვანები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეუბნებიან.
“დღეს “ოცნებისთვის” და მისი აქტივისთვის სიურპრიზები გვაქვს” – ამბობენ შეკრებილი ადამიანები და იქვე ამატებენ, რომ მათ გეგმებში კონფრონტაცია და სამოქალაქო ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაღვივება არ შედის.
„ჩემი მოსვლის მიზეზი ის არის, რომ რუსული კანონი, რომელსაც ხელისუფლება ცდილობს, რომ მიიღოს ნიშნავს იმას, რომ ყველა ქუჩაში უნდა ვიდგეთ. მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებული ჰყავთ პარტაქტივი მიკროავტობუსებით ფულის და დაშინების სანაცვლოს, ჩვენ სუფთა ხელებით და სუფთა გულით ვდგავართ და ვითხოვთ, რუსული და ბინძური კანონის გაწვევას. დღეს არის რიგი გეგმები და სიურპრიზები “ქართული ოცნებისთვის” და მისი აქტივისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ პირდაპირ კონფრონტაციას და შეჯახებას მათთან, მაგრამ რაღაც სიურპრიზი ელოდებათ მათ”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის