პრეზიდენტი – „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში ავტობუსებით გადაჰყავთ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად – ნამდვილი საქართველო თავისუფალი, ევროპული საქართველოა

ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.
ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს