რელიგიის სააგენტოს ირანის დელეგაცია ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მაჰმუდ ადიბის, პირველ მდივანს, ალი ყორბანის და საელჩოს მრჩეველს კულტურის საკითხებში, საადათ ნეჟადის შეხვდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს საელჩოს კულტურის ატაშე წარუდგინა.
ირანელმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს მუსლიმი თემის მხარდაჭერისთვის.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მუსლიმთა რელიგიური უფლებების დასაცავად, რის შედეგიცაა ის, რომ საქართველოში მუსლიმები სრულფასოვან მოქალაქეებად თვლიან თავს.
ელჩმა გამოთქვა სააგენტოსთან ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების, მათ შორის, რელიგიურ თემატიკაზე მუსლიმი შიიტებისა და მართლმადიდებელი სასულიერო პირების შეხვედრის დაგეგმვის სურვილი.
საუბრის დასასრულს, ელჩმა ყორბანიმ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიღებისთვის და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაპატიჟა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან