“ვაკის პარკში” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქტივისტები იკრიბებიან

“ვაკის პარკში” სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს გააპროტესტებენ.
როგორც “ ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ განუცხადა, “ვაკის პარკში” შეკრებილი საზოგადოება არ აპირებს წავიდეს რუსთაველის გამზირზე, “ქართული ოცნება” შეკრებას მართავს.
“ეს არის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების ციკლიდან ერთ-ერთი დღე. ვიკრიბებით, დღეს არ არის დიდი აქცია. ვისაუბრებთ და დღეს დავაანონსებთ უკვე წინააღმდეგობრივ მოძრაობას და გაფიცვას, გაფიცვებზე ვიწყებთ მუშაობას და ამისთვის გვჭირდება ხალხის მაქსიმალური ჩართულობა. 19:00 საათისთვის ველოდებით ხალხის მაქსიმალურ რაოდენობას და შემდეგ ვნახოთ ქმედება, იქიდან გამომდინარე, რამდენი მოვა. რუსთაველის გამზირზე არ წავალთ, კონფრონტაციაზე ცალსახად არ წავალთ და ვაკის პარკში იმიტომ გავაკეთეთ აქცია, რომ იქ შეხლა-შემოხლა და პროვოკაციები არ ყოფილიყო.თუ რამეს გავაკეთებთ, მათგან სრულიად დამოუკიდებელს გავაკეთებთ”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ