ლევან ხაბეიშვილი – 20 წუთში ერთხელ ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ?!

ყოველ 20 წუთში ერთხელ, ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ?!- ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელსაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა.
ს შეფასებით, მმართველი პარტია იურიდიულ კომიტეტზე პროვოკაციებს განზრახ აწყობს, ვინაიდან მისივე შეფასებით, მათ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დასმული შეკითხვები არ მოსწონთ.
„122 შეკითხვა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმშენებელს“ მომზადებული, ამ მუხლებთან დაკავშირებით. ყველა შეკითხვაზე ადამიანებს იპარავენ საკომიტეტო მოსმენიდან. ნახეთ, რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ერთ პარლამენტარს აძევებენ, უკაცრავად, მაგრამ მდინარაძეს და ოხანაშვილს რომ მოეწონებათ, ეგეთი კითხვები სად შევაგროვოთ და საიდან მოვიტანოთ. ხომ ამბობდნენ, მუხლობრივად იყოს განხილვაო, ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციებს აწყობენ, კონსტრუქციულად განგვეხილა ყველა მუხლი. ყველა მუხლზე, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვას სვამდნენ, აძევებდნენ. კითხვები რომ არ მოსწონთ მერე აძევებენ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კანონის მიღება ეს არის პირდაპირი დავალება. ეს კანონი რად უნდა, ანრი ოხანაშვილმა თვითონაც არ იცის. კონკრეტული დავალება აქვთ და ასრულებენ. ამ კანონს არანაირი ფუნქცია არ აქვს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ერთადერთი მიზანი – უარი თქვან ევროკავშირზე, პრობლემები შეუქმნან სიტყვის თავისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ქვეყანაში დააბნელონ, ფეხებზე დაიკიდონ ჩვენი პარტნიორები. ლაპარაკობენ იმ დასავლეთზე, რომელიც მილიარდობით ლარით ეხმარება საქართველოს. ევროკავშირზე უარი ნიშნავს 10 მილიარდ დოლარზე მეტის დაკარგვას. ივანიშვილი იღებს კანონს ხელების გადაგრეხით, რომელიც არავის სჭირდება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან ლევან ხაბეიშვილის გარდა კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება