ძვირია, თუ არა, მანქანის ქირაობა? – რამდენიმე წესი, როგორ უნდა შეამცირო ხარჯი

თუ მანქანა არ გყავს, ჯერ ვერც ყიდულობ, თუ მანქანა გყავს, მაგრამ სახელოსნოშია შესაკეთებლად და პიკნიკზე, დასავენებლად, სამოგზაუროდ, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების მოსანახულებლად გინდა წასვლა – მაშინ, იდეალური ვარიანტია ავტომანქანის დაქირავება.
–მაგის ფული სად მაქვს? – გაიფიქრებ ახლა, – არადა, თუ რამდენიმე ადამიანი ერთად მიდიხართ, იგივე, ან ნაკლები ხარჯია, რაც მატარებლითა, თუ ავტობუსით, თან იქ გააჩერებ, სადაც გინდა, მაშინ დაისვენებ, როცა გინდა, არ გიწევს ლოდინი, არ გიწევს გადაჯდომა ტრანსპორტიდან ტრანსპორტში, იმ მუსიკას უსმენ, რომელიც გინდა, იმ ხმაზე, როგორზედაც გინდა, გზად იქ გაივლი, სადაც გინდა.
ბარგი გაქვს? და ეს ბარგი მატარებლის კუპემდე, მერე უკან, ავტობუსსა და მიკროავტობუსებში უნდა ათრიო? მერე ქუჩიდან ქუჩაში? ბარგის ტრანსპორტირების ფასიც ცალკე უნდა გადაიხადო? რატომ? – მაშინ, როცა შეგიძლია ჩაალაგო საბარგულში და დანიშნულების ადგილამდე საბარგულით მიიტანო.
გინდა ტაქსის სერვისზე იმუშაო და მანქანა არ გაქვს? – შეგიძლია იქირაო და ისე იმუშაო. გაითვალისწინე, რომ ეკონომიკური წვის მქონე მანქანებიც ხშირად ქირავდება, საკმაოდ
ბიუჯეტურ ფასად.
მითი, რომ მანქანის ქირაობა ძვირია, ინგრევა, თუ დასვამ კითხვას – რასთან შედარებით? იმასთან შედარებით, რომ ერთი კი არა, რამდენიმე მგზავრი მიდიხართ ამ ფასად? დროსთან და კომფორტთან, თავისუფალ გადაადგილებასთან შედარებით? დასვენების, მოგზაურობის, პიკნიკის დაუვიწყრად გატარებასთან შედარებით? იმასთან შედარებით, რომ მგზავრობა იქნება ნაკლებად დამღლელი და სასიამოვნო?
მანქანის დაქირავების სერვისით გისარგებლია? – კმაყოფილი ხარ? – თუ არა, ახლა მოგიყვები, რის მიხედვით უნდა აარჩიო მანქანა, რას უნდა მიაქციო ყურადღება და რაც მთავარია, სად უნდა იპოვო სასურველი მონაცემების მანქანა და თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, დარწმუნებული ვარ, შემდეგი გამოცდილება სასიამოვნო და კომფორტული იქნება.
წინასწარ გაარკვიე პირობები:
· პირობები კარგი რომ უნდა იყოს, ეს ხომ ისედაც ცხადია, მაგრამ გასაგებიც უნდა იყოს, ზოგ კომპანიაში ისმენ რთულ, გრძელ, დამაბნეველ წინადადებებს – ეს პირველი სიგნალია, რომ ფრთხილად უნდა იყო და ყველა დეტალი გადაამოწმო პირადად, ან შენი წარმომადგენლის დახმარებით.
· წვრილად გამოიკითხე, რა ჯარიმებია გათვალისწინებული გარკვეული გარემოებების შემთხვევაში, მაგალითად, დაგვიანებით მიყვანისას.
· ყურადღება მიაქციე, რამდენად კარგადაა მანქანა მოვლილი – ეს ერთ–ერთი ნიშანია იმისა, რომ საკუთარ რეპუტაციაზე და მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს.
· გამოიკითხე რა დოკუმენტებია საჭირო და დაზღვევის რომელი და როგორი პაკეტით სარგებლობს დამქირავებელი. იდეალურია, აირჩიო სრულიად დაზღვეული ავტომობილი.
ტექნიკური მდგომარეობა:
· ყურადღება მიაქციე მანქანის მდგომარეობას ქირაობისას და უკან დაბრუნებისას, იმ შემთხვევაში, თუ მცირე ნაკაწრი მაინც აქვს მანქანას, დარწმუნდი, რომ ასახულია ეს დაზიანება დოკუმენტურად, ან დასურათებულია.
· სასურველია მანქანას ჰქონდეს პირველადი დახმარების ნაკრები, სათადარიგო საბურავი, ცეცხლმაქრი.
· შეამოწმე სიგნალიზაცია, კარგად მუშაობს? და იმდენად „კარგადაც“ ხომ არ მუშაობს რომ ყოველ შრიალზე „აყვირდეს“ და დასვენება ჩაგამწაროს?
· არ დაგავიწყდეს საჭის შემოწმება, კარგად ბრუნავს ორივე მიმართულებით?
· ასევე გააკონტროლე სამუხრუჭე სისტემა. ჰკითხე დამქირავებელს ძრავის მდგომარეობის შესახებ.
· დარწმუნდი, რომ დისკებს ცვეთის ნიშნები არ ეტყობა, თუ გაცვეთილია, დააფიქსირე ეს ხარვეზიც.
· ავტომობილს სეზონური ბორბლები უნდა ჰქონდეს, კარგად უნდა იყოს გაბერილი.საბურავის დამცავი არ უნდა იყოს გაცვეთილი თავდაპირველი მდგომარების ნახევარზე მეტად.
· დარწმუნდი, რომ სავარძლების შემთხვევაში არ არის დაზიანებული და სიმაღლის და პოზიციის რეგულირების სისტემა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლისთვის.
· სანამ მანქანას აირჩევ, ყურადღებით შეისწავლე მანქანის ქვედა ნაწილი – არ უნდა იყოს ჟანგისგან გამოჭმული და არ უნდა ჰქონეს დიდი ხვრელები. თუ მანქანის ქვედა ნაწილს, უკვე ლპობა აქვს დაწყებული, ასეთი მანქანის ქირაობას, როგორც უნდა გამოიყურებოდეს სალონი, როგორ იაფად არ უნდა აქირავებდნენ, სჯობს, არ გარისკო.
· თუ ბავშვთან ერთად აპირებ მგზავრობას, შეამოწმე არის თუ არა ადგილი ბავშვის სავარძლისთვის. აუცილებლად წინასწარ შეამოწმე უსაფრთხოების ღვედების და შესაკრავების ფუნქციონირება.
დამქირავებლის რეპუტაცია:
გაითვალისწინე, იმ კომპანიის ან პირის რეპუტაცია, რომლისგანაც მანქანას ქირაობ, ერთ–ერთი გადამწყვეტი დეტალია, ამიტომ ყურადღება მიაქციე განცხადებების ბოლოს კომენტარებს, სადაც ადამიანები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ამ სერვისით, წერენ, რა მოეწონათ და რატომ, ან პირიქით, რა არ მოეწონათ და ტოვებენ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგება. არც შენ დაგავიწყდეს შემდეგ კომენტარის დატოვება, რადგანაც იმასაც, ვინც შენ შემდეგ ისარგებლებს მანქანის ქირაობის სერვისით, გამოადგე.
ფასი – რა შეიძლება ღირდეს მანქანის დაქირავება?
გააჩნია, რა გჭირდება.
თუ ქალაქში და ავტობანზე უნდა იმოძრაო – სჯობს სედანი იქირაო, ისეთი, რომელიც ეკონომიურად მოიხმარს საწვავ – ეს ხარჯებს შეგიმცირებს.
მოგზაურობისთვის ჯიპი სჯობს და საველე და სოფლის გზებზე სასიარულოდ – პიკაპი, მათი ქირაობა კი შეიძლება შედარებით ძვირადღირებული იყოს, მაგრამ სამაგიეროდ უსაფრთხოა იმ გარემო პირობებისთვის, სადაც მიდიხარ და უსაფრთხოება შეუფასებელია.
თუ ბევრნი მიდიხართ ერთად, შეგიძლია იქირაო მიკროავტობუსი ან მინივენი.
გჭირდება დამატებითი ფუნქციები? – კონდიციონერი, ნავიგატორი, ბავშვის სავარძლები? – თავისუფლად შეგიძლია ამ დამატებითი მომსახურებებით იქირაო მანქანა. ასევე შეგიძლია ისარგებლო მძღოლის მომსახურებითაც, რაც ზოგჯერ, შესაძლოა, აუცილებლობით იყოს გამოწვეული, ზოგჯერ კი დამატებითი კომფორტისთვის.
არ გჭირდება დამატებითი ფუნქციები? – შედარებით ნაკლები კომფორტით, დაზოგავ თანხას – არჩევანი მხოლოდ შენზეა, რადგან არც ფუნქციებით და არც ფუნქციების გარეშე მანქანის მოძებნა, თუ მას საჭირო ადგილას ეძებ, არ გაგიჭირდება.
სეზონი – ტურისტულ სეზონზე, ყოველთვის და ყველგან იცვლება მოთხოვნაც მანქანის ქირაობაზეც და ფასებიც, თუ ტურისტულ სეზონზე, ტურისტულ ქალაქში ქირაობ მანქანას, გაითვალისწინე, რომ რაც უფრო დიდი ხნით ქირაობ მანქანას, მით უფრო დაბალია ხოლმე დღიური ფასი.
ახლა შენ იცი, როგორ აირჩიო მანქანა საქირავებლად, და როგორ დაზოგო ფული და ნერვები.
სად შემიძლია დავიქირავო მანქანა?
გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში აქირავებენ ადამიანები მანქანებს, ცხადია, უმჯობესია, შენ ადგილმდებარეობასთან ახლოს იქირაო. თუ ბათუმში ხარ, თბილისში რატომ უნდა იქირაო მანქანა და პირიქით. სწორედ ამითია სერვისები გამორჩეული, აქ თითქმის ყველა ქალაქში შეგიძლა იპოვო მანქანა ქირით.
შეჯამება:
1. კომფორტის, დროის, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მანქანით რამდენიმე ადამიანს შეუძლია გადაადგილება – ის, რომ მანქანის ქირაობა ძვირია – მითია და მხოლოდ ის მითია კარგი, რომელიც რაღაცას გასწავლის, მითი, რომელიც გაიძულებს ათრიო ბარგი ხელით, ელოდო ავტობუსსა, თუ მატარებლს, გადაჯდე ტრანსპორტიდან ტრანსპორტში, ვერ გაიარო კონკრეტულ ადგილას, ვერ შეჩერდე იქ, სადაც გინდა და ა.შ. – არაფერს გაძლევს პოზიტიურს, ნეგატიურს, კი – რამდენიც გინდა.
2. არჩევანი – შეგიძლია იქირაო როგორც ეკონომიური წვის მანქანა, ასევე შეგიძლია არ აარჩიო წვის მიხედვით, შეგიძლია იქირაო სედანი, ჯიპი, სპორტული, მიკროავტობუსი, მინივენი, პიკაპი – ასე ვთქვათ, ბიზნეს კლასიც შეგიძლია იქირაო და ეკონომიურიც, რომელიც შენთვის მისაღები და პრიორიტეტულია.
3. შეგიძლია იქირაო დამატებითი მომსახურებებიც, მაგალითად, ისარგებლო მძღოლის სერვისით.
4. თუ შენ არ გაქვს სამსახური, არ გაქვს მანქანა და გინდა ტაქსის მძღოლად იმუშაო, იქირავებ და იმუშავებ. უკვე იცი, სად უნდა აარჩიო, სად არის ყველა მოდელის, ყველა ტიპის, ყველანაირი ფასით მანქანის გაქირავებაზე განცხადებები.
5. მთავარია, არ დაგავიწყდეს ის ტექნიკური მონაცემები, რის მიხედვით უნდა აარჩიო მანქანა, ასევე, ისიც – რის მიხედვით უნდა შეარჩიო კომპანია, ვისგანაც იქირავენ
6. გახსოვდეს, სერვისები უზრუნველჰყოფს ყველა ტიპის, ყველა ფასის მანქანის გაქირავებაზე ინფორმაციის უწყვეტ განახლებას, კომენტარებით, რჩევებით, რომლებსაც მომხმარებლები ტოვებენ, აქ ირჩევ ხარისხაც, ფასსაც, მომსახურებებსაც.
7. და რაც მთავარია, იცოდე, რომ მოგზაურობა, დასვენება, გზაში გატარებული დრო, გარდა უსაფრთხოსა, სასიამოვნო, კომფორტული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება