საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს.
საგარეო უწყების ცნობით, ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.
საქართველოს საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან ეძლევათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.
საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2023 წლის 11 სექტემბერს შემოიღო.
2023 წლის 31 ივლისს საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ