პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება იყო – აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველი საგნები ისროლეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო!“.
ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა და [პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ტერიტორიას განარიდეს. აქციაზე პერიოდულად არის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.