პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ონლაინ მედიის მუშაობა ისევ შეიზღუდება

პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ონლაინ მედიის მუშაობა ისევ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
29 აპრილს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განახლდება. ამ დღეს რუსულ კანონს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. რუსული კანონით პირველი მოსმენით განხილვის პერიოდშიც პარლამენტში აკრძალული იყო ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი